“მე ვადანაშაულებ ჩემს თავს,ეს რომ გამეკეთებინა ახლა ცოცხალი იქნებოდა”-გიორგი გვარჯალაძე (ვიდეო)

„მე ვადანაშაულებ ჩემს თავს, მთავარი დამნაშავე მე ვარ“ – ტრაგედიის შესახებ მუსიკოსმა გიორგი გვარჯავაძემ, “მთავარის არხის” გადაცემა „სხვა ნანუკაში“ ისაუბრა და ლენოს თვითმკვლელობის დღე დეტალურად გაიხსენა. მუსიკოსი შვილის გარდაცვალების გამო თავს იდანაშაულებს და ყველა მშობელს მიმართავს ყურადღებით იყვნენ.

„მე ვადანაშაულებ ჩემს თავს, მთავარი დამნაშავე მე ვარ. არანაირი ურთიერთობის დეფიციტი არ მქონია, ყველაზე გახსნილი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. ჩვენ, მშობლებს გვგონია, რომ ყველაფერი ვიცით და კონტროლის ქვეშ გვაქვს – არ ვიცით. ჩვენ ვართ უმეტესობა მუშათა კლასი და მდიდრებს რა პრობლემები აქვთ მაგაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ჩვენს დროს ძირითადად ვუთმობთ ჩვენს სამსახურს და სხვა საქმეებს, ბავშვებისთვის დრო არ გვრჩება. მისი ერთი სიმღერაც არ მაქვს პროფესიონალურად ჩაწერილი, არადა ყველაზე დიდი სტუდია მაქვს მთელს კავკასიაში და ჩემი შვილი ვერ ჩავწერე. ყველა ბედნიერ მშობელს მივმართავ, რომ გარანტირებულად არ თქვათ, რომ ამისთვის დროს გამოვნახავთო. არა ახლა არის დრო შენი ენერგია და დრო დახარჯო ბავშვზე.

არასდროს ვერეოდი მის პირად ცხოვრებაში, ახლა ვთვლი, რომ შევცდი. არასდროს გამიხსნია მისი ექაუნთი და არასდროს მინახავს მიმოწერეები, ეს რომ გამეკეთებინა ახლა 100 %-ით ცოცხალი იქნებოდა. მე რომ წამეკითხა მისი მემუარები, რომელიც კომპიუტერში ჰქონდა, მერე ერთი წამით არ დავტოვებდი მარტო, მეტი რა საქმე მქონდა. პირდაპირ ეწერა დღე 28, აქედან პირველ დღეზე, რომ ჩავალ მოვიკლავ თავს. მე გამოვიცანი რომ ამის გაკეთებას აპირებდა და ვუთხარი, ხომ აპირებ გადახტომას ხოდა გადახტი მეთქი და იქედან სამ საათში გადახტა..“ – ყვება გიორგი გვარჯალაძე.