მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას, მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ, – საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე პირველი კომენტარი გააკეთა.
„მე ვამაყობ მისი გაუტეხელობით, შემართებით და სიმტკიცით. ვეთანხმები, რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება. დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო, არამედ იმიტომ, როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება.
მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ, არამედ მომავლისკენ სწორებისკენ“, – წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილმა 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა. მან აქტიურ პოლიტიკაში ჩართვა დაანონსა, თუმცა ჯერჯერობით არ გადაუწყვეტა, რომელ პარტიას შეუერთდება.