“მე ვარ ცამდე მართალი”-დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტს უპირისპირდება

“მე ვარ ცამდე მართალი”-პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ დუმილი დაარღია და  სკანდალური შეწყალებიეს საქმეზე მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„ჩემთვის ეს მიუღებელია. ეს დავაფიქსირე თათბირზეც. მე შვებულებაში ვიყავი, გამოვედი 3 სექტემბერს და გავიგე მედიის საშუალებით. ბუნებრივია, დავსვი შეკითხვები. ეს იყო ჩემი დისკრეციული უფლებამოსილება და მე მივიღე გადაწყვეტილებაო.

ამისთვის ბუნებრივია, არსებობს შეწყალების დეპარტამენტი, ვის უფლებამოსილებაშიც შედიოდა ამ სიების შეტანა, გაფილტვრა და ა.შ. მეც მაინტერესებს თქვენთან ერთად. როცა დამიბარებენ პროკურატურაში, მე აუცილებლად დავსვამ ამ საკითხს. ყველას გვყავს ოჯახი. ჩემი ოჯახი არის ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად, იმიტომ, რომ ეს არის ბინძური ცილისწამება.

ისრები რომ ჩემსკენ მოდის, იმიტომ ვარ დღეს აქ. არ ვიცი, ვინ ურჩია პრეზიდენტს. მე მაინტერესებს პროკურატურაში დადგინდეს, ვინ შეადგინა ეს სია, ვინ ურჩია პრეზიდენტს, ვინ შეიტანა და რატომ მოაწერა პრეზიდენტმა ხელი, მე ამაში აბსოლუტურად არ ვარ გარეული“,- განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.