“მე ვარ ყველას პრეზიდენტი” – ზურაბიშვილი გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

არ გვჭირდება გარედან მოტანილი დაპირისპირებები – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ის არ ეთანხმება დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხრიდან.

„მე ვარ ყველას პრეზიდენტი. ეს გულისხმობს, რომ მე ვარ ამავე დროს იმათი პრეზიდენტიც, ვისაც განსხვავებული რელიგიური შეხედულებები თუ სექსუალური ორიენტაცია აქვს. ჩემთვის არ აქვს ამ ყველაფერს მნიშვნელობა. მე ვფიქრობ, რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს დისკრიმინაციის მსხვერპლი. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ არ ვეთანხმები დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხრიდან. იმედია, ამ ქვეყანას საკუთარი დაპირისპირებები ეყოფა, არ გვჭირდება გარედან შემოტანილი ახალი დაპირისპირებები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.