“მე ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უნდა ანაკლიის პროექტი. ალბათ, არსებობს კიდევ რაღაც ვალდებულებები, რომელსაც ხმამაღლა არ ამბობს”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
„ეს არის ტყუილების ქარხანა. „ბოტების“ და „ტროლების“ ქარხნები რომ აქვთ, დაახლოებით სიცრუის მანქანა – ამაში გვაცხოვრებენ. რეალობა ის იყო, რომ საბოლოო ჯამში, მათ ეს პროექტი არ უნდათ, თუ რის გამო, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. წელიწადნახევარია კონსორციუმს ებრძვიან, ვხედავთ, როგორ ებრძვიან და ეპყრობიან ინვესტორს და ამაზე მეტი დამადასტურებელი ფაქტი რა არის?! ტედ ჯონასის („ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი) კომენტარები ნახეთ, კიდევ კარგი, რომ ბოლო სამ თვეში ჩვენ არ ვიყავით ჩართული ამ შეხვედრაში. კითხვა მაქვს – ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში რომელი უცხოური ინვესტიცია შემოიტანა?! ბიძინა ივანიშვილის გარდა, თუ კიდევ ვის არ უნდა ამ პროექტის განხორციელება, ივანიშვილს ჰკითხეთ. მე ვიცი, რომ მას არ უნდა . ალბათ, არსებობს კიდევ რაღაც ვალდებულებები, რომელსაც ხმამაღლა არ ამბობს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.