მე ვიყავი საბჭოთა პროკურატურაში – მამუკა ხაზარაძემ საგამოძიებო უწყება დატოვა. თიბისი ბანკის დამფუძნებელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მან პროკურატურას საბჭოთა პროკურატურა უწოდა.
მამუკა ხაზარაძე პროკურატურის მიერ მისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის წაყენებულ ბრალს გამოეხმაურა. მისი თქმით, ყველაფერი მიმართულია ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად.
„ეს დევნა გრძელდება უკვე წელიწადია. სამწუხაროდ, ეს არის მამუკას და ჩემ მიმართ პირადი დევნის გაგრძელება. ეს აყენებს უზარმაზარ ზიანს ქვეყანას, რა თქმა უნდა, იმ პროექტებს, რომელშიც ჩვენ ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არცე ერთი პროექტი, სადაც მე და მამუკა ვმონაწილეობთ, არ შეფერხდეს. არც ერთ მათგანს არ შეეხოს მათი განხორციელება. ჩვენ ახლა განვიხილავთ ყველა ზომას, რომ ბანკის აქციონერები იყვნენ მშვიდად, რომ ბანკს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ნამდვილად არ ემუქრება,“ – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
გამოძიება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.