“მეამაყებით, თქვენთან ერთად ვარ. თქვენთან ვიდგები გამარჯვებამდე“– გიორგი მარგველაშვილი პარლამენტთან აქციაზე მივიდა

მეამაყება ეს მოედანი, სადაც იწერება ისტორია საქართველოსი.იწერება ასე: “ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები“ და ეს ისტორია იქნება კარგი“. –ასე მიმართა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეებს. მარგველაშვილი აქციაზე საღამოს ათი საათისთვის მივიდა:
„ძალიან მტკივნეულია, რომ ეს ისტორია იწერება სისხლით. ჩემი მეგობრის საყვარელი ფრაზა იყო, რომელიც ცოტა მაშინებდა ყოველთვის, მაგრამ ძლიერი ფრაზაა:
თავისუფლების ხე დროდადრო უნდა იყოს მორწყული პატრიოტთა სისხლით და ეს სისხლი აქ დაიღვარა. და ეს სისხლი არის საწინდარი იმისა, რომ თქვენ იქნებით ამით გაერთიანებული და თქვენ არ შეგეშინდებათ. თქვენ ხართ ამით შედუღაბებული და მომავლის წინაშე.
ჩვენმა თაობამ ეს გააკეთა 30 წლის წინ და ძალიან მტკივნეულად.
დაიღვარა ბავშვების სისხლი და ამ სისხლმა, მისმა მისტიკამ დაანგრია იმპერია.
მე მჯერა, რომ მომავალი დაიწერება ძალიან ნათელი და ძალიან წმინდა. იმ ხალხს, ვინც სამწუხაროდ დღეს თქვენ დაგიპირისპიდათ ძალიან სუსტი ილეთები და ხრიკები გააჩნიათ დღეს თქვენს წიანაღმდეგ.
მმართველ გუნდს დღეს დარჩა მდარე პიარი, მდარე ჭორაობის დონის ბოტები, ძალიან მდარე და უკვე გაქარწყლებული ერთის მხრივ და მეორეს მხრივ კრახაბორული ვაჭრობა, რომელიც ვერ შედგება, იმიტომ ვერ შედგება, რომ აქ არის სიმართლე, ძალა და ჭეშმარიტი სურვილი საქართველოს მომავლისა.
მე დღეს მინდა კიდევ ერთ რამეს გავუსვა ხაზი. სიმტკიცე და არ დაშვება ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომების. რაც ჩვენმა თაობამ დაუშვა, როდესაც გადავეკიდეთ ერთმანეთს, როდესაც დავუპირისპირდით.
ის, რომ არ იცვლება მოთხოვნები და არის ძალიან მტკიცე, ამ სიმტკიცეს არაფერს არ ტეხავს, ეს პოლიტიკურად არის ძალიან სწორი და ჩვენ ამ შეცდომებს ვუშვებდით ხოლმე. მე დავინახე სიმკტიცე და ამ სიმტკიცეს გამარჯვებები ექნება მომავალში
ცოტა იუმორით რომ მოგმართოთ
კობახიძე ეტა რაზ.
გახარია ეტა დვა.
და ბოლოს მინდა მივმართ ჩვენ პატივცემულ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ხშირად გულდაწყვეტილები არიან ხოლმე რომ რუსეთი იგებს იდეოლოგიურ ბრძოლას საქართველოში კი არა მათ ქვეყნებში .
მათ ვეუბნებოდი რომ ცივი ომი ვიომეთ ცხლად, ჩვენი სისხლი დაიღვარა მაშინ.
მინდა ვუთხრა მათ ასევე. მოვიდნენ და დააკვირდნენ აქ საქართველოს და იპოვონ პასუხები, როგორ უნდა ებრძოლონ რუსეთის რბილ ძალას. ნახონ და ისწავლონ როგორ შეგვიძლია ჩვენ ჩვენი სიამაყის და ეროვნულობის დაცვა.
ძალიან მიყვარხართ, მეამაყებით, თქვენთან ერთად ვარ. თქვენთან ერთად ვიდგები გამარჯვებამდე.“ – თქვა მარგველაშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.