დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძემ თქმით, ეჩვენება, რომ საქართველოში მორწმუნეების დევნის კამპანია იწყება.
იმნაძე ამბობს, რომ ურწმუნო მორწმუნეს ვერ გაუგებს, რადგან ცხოვრებას განსხვავებულად უყურებენ.
,,მორწმუნეების დევნის კამპანია ხომ არ იწყება ქვეყანაში. ჯერ იყო ჩინელებზე და კიდევ კარგი მედიას სწორი პოზიცია ეკავა, იცავდა ჩინელებს უსაფუძვლო დევნისგან. ახლა მეჩვენება, რომ მორწმუნეების დევნის კამპანიაა. ურწმუნო მორწმუნეს ვერასოდეს ვერ გაუგებს. სხვადასხვანაირად უყურებენ ისინი ცხოვრებას.
კომუნისტების დროს იყო მებრძოლ-ღვთისმგმობავთა კავშირი და იმ მეთოდებით არ შეიძლება ეკლესიასთან ბრძოლა.
საავადმყოფო ავიღოთ მაგალითად, სადაც მოთავსებულია ათი პაციენტი. ავკრძალოთ 10 პაციენტის დაწოლა ერთ პალატაში? ამას სხვანაირად უნდა მივუდგეთ”,- განაცხადა პაატა იმნაძემ.
წმინდა სინოდის 20 მარტის განჩინებით, ერთი კოვზით ზიარების წესი უცვლელი დარჩა.
22 მარტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, საპატრიარქოში ამბობენ, რომ საკვირაო წირვას მაინც ჩაატარებენ, მიუხედავად იმისა, რომ აკრძალულია ერთ სივრცეში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.
პრემიერ მინისტრი გიორგი გახარიას თქმით, შეკრების შეზღუდვა ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.