ბრიტანელი მეცნიერები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ უახლოესი ათი წლის განმავლობაში შესაძლებელია ახალი პრეპარატების შემუშავება, რომლებიც შეძლებენ კიბოს ყველაზე მდგრადი უჯრედების განვითარების შეჩერებას, რომლებიც ჯერჯერობით არანაირ პრეპარატებს და პროცედურებს არ ექვემდებარებიან.
ბრიტანეთის კიბოს კვლევის ინსტიტუტმა გამოაცხადა, რომ 75 მილიონ ფუნტ სტერლინს გამოყოფს ამ მიდგომის შესასწავლად. ინსტიტუტმა გადაწყვიტა ახალი, თანამედროვე ცენტრი გახსნას ახალი პრეპარატების შესამუშავებლად ლონდონის სამხრეთით, სატონის რაიონში.
ინსტიტუტის დირექტორი, პოლ იორკმანი ამბობს, რომ ყველაზე სერიოზულ პრობლემად კიბოსთან ბრძოლაში რჩება კიბოს უჯრედების წამლებთან ადაპტირების და წამლების მიმართ მდგრადობის გამომუშავების უნარი.
მისი თქმით, ახალი წამლები, რომლებიც შემუშავების სტადიაშია შეძლებს კიბოს გავრცელება გრძლვადიან პერსპექტივაში შეაჩეროს, გარდა ამისა, კიბოსგან განკურნების შემთხვევათა რიცხვი არსებითად გაიზრდება.
რაღაც მსგავსი უკვე ხდება შიდსით დაავადებულ პაციენტებთან დაკავშირებით.
მკვლევარები ამბობენ, რომ ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები, მაგალითად ქიმიოთერაპია ხანდახან უშედეგოა, რადგან კიბოს უჯრედები გადარჩენას ახერხებენ, ადაპტირდებიან და სიმსივნე ისევ ბრუნდება.
“კიბოს უჯრედების უნარი ევოლუციონირდეს და რეზისტენცია განავითაროს, მთავარი მიზეზია, რის გამოც კიბოსგან ადამიანები იღუპებიან და მთავარი პრობლემაა ამ დაავადებასთან ბრძოლაში.“ – ამბობს პროფესორი უორკმანი.
მისი თქმით, მათი ინსტიტუტი რადიკალურად ახალ მიდგომას ამუშავებს კიბოს სამკურნალოდ, რაც გულისხმობს წინასწარ გამოცნობას, როგორ მოახდენენ ევოლუციონირებას კიბოს უჯრედები. მკვლევარების ამოცანაა არ მისცენ კიბოს უჯრედებს უფლება კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ მდგრადობა გამოიმუშაონ.
ინსტიტუში ამბობენ, რომ პროექტში სამასამდე მკვლევარს ჩართავენ მეცნიერების სხვადასხვა სფეროდან.