მეცნიერებმა აღმოაჩინეს მეთოდი, როგორ შეიძლება გაჭაღარავების პროცესის შეჩერება

ამერიკელი და ბრაზილიელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დაადგინეს სტრესის შედეგად გაჭაღარავების ბიოლოგიური მექანიზმი. ამ აღმოჩენას პერსპექტივაში შეუძლია ამ პროცესის შეჩერება ისე, რომ თმის შეღებვა აღარ გახდეს საჭირო.

გავრცელებული აზრია, რომ ადამიანები ორი მიზეზით ჭაღარავდებიან: ასაკის და ძლიერი დარდის, შიშის ან ტკივილის გამო. არანაირი საშუალება ჭაღარის წინააღმდეგ გარდა თმის საღებავისა, არ არსებობს.

ახლა ეს უკვე მეცნიერულად არის დამტკიცებული: ექსპერიმენტებისა და კვლევების მიმდინარეობისას ჰარვარდისა და სან პაულუს უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ ნივთიერება მელანინის გამომუშავებაზე, რომელიც თმას და კანს შეფერილობას აძლევს, პასუხისმგებელია კონკრეტული ღეროვანი უჯრედები(მელანოციტები), და რომ ისინი სტრესისგან ინტენსიურად ნადგურდება.

ქალმაც და მამაკაცმაც გაჭაღარავება 25 წლის ასაკის შემდეგ ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაიწყონ. ამ პროცესის დაწყების დრო და ტემპები ძირითადად მემკვიდრეობითობით განისაზღვრება: ის, თუ რომელ ასაკში გაჭაღარავდნენ თქვენი მშობლები დიდი ალბათობით გიკარნახებთ, როდის დაიწყებთ გაჭაღარავებას თქვენ.

ამ პროცესში გარკვეულ როლს თამაშობს სტრესიც, თუმცა მეცნიერებს დღემდე ზუსტად არ ესმოდათ, როგორ ახდენდა სტრესი გავლენას თმის გაუფერულებაზე.

მეცნიერებმა აღმოჩენა შემთხვევით გააკეთეს: თაგვებზე ცდებისას მათ შემჩნიეს, რომ იმ თაგვების მუქი ბეწვი, რომლებმაც ძლიერი შიში ან ტკივილი გადაიტანეს, რამდენიმე კვირაში სრულიად თეთრი გახდა.

ტკივილი და ძლიერი ნეგატიური ემოციები ორგანიზმში ადრენალინის და კორტიზოლის გამოყოფას იწვევს, რისგანაც გულისცემა ძლიერდება, სისხლის წნევა მატულობს და ასევე იღუპება მელანოციტები, რომლებსაც თმის ბუდე შეიცავს.

“ყოველთვის ვიცოდით, რომ ძლიერი სტრესი ორგანიზმისთვის მავნებელია, თუმცა ვერც კი წარმოვიდგენდით, რამდენად მავნებელია. რაც მთავარია, ახლა ზუსტად გვესმის, როგორ მუშაობს ეს მექანიზმი“ – ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის პრობესორი ია ციესუ.

შიშისა და ტკივილისგან თაგვები რამდენიმე კვირაში ჭაღარავდებოდნენ, თუმცა, პიგმენტის მწარმოებელი უჯრედები პირველივე დღეებში სრულად კვდებოდნენ.

მეცნიერების თქმით, უჯრედების სრულად სიკვდილის შემდეგ პიგმენტაციის აღდგენა უკვე შეუძლებელია და მიყენებული ზიანი გამოუსწორებელია.

საცდელი თაგვების გენების შედარებამ იმ თაგვებთან, რომლებიც ექსპერიმენტში არ მონაწილეობდნენ, მეცნიერები მიიყვანა დასკვნამდე, რომ ქიმიური რეაქციები, რომლებიც მელანოციტების კვდომას იწვევს, გარკვეული ცილების – ციკლინოდამოკიდებული კინაზების არსებობაზეა დამოკიდებული.

შემდგომი ექსპერიმენტების შედეგად გაირკვა, რომ მათი მოქმედების დაბლოკვა ზოგიერთი პრეპარატით შეიძლება რომლებიც როგორც წესი, წნევის დასწევად გამოიყენება.
ამ ცილების ბლოკირებამ მეცნიერებს საშუალება მისცა თაგვების ბეწვის ფერის ცვლილება შეეჩერებინათ.

კვლევის შედეგები იძლება იმედს, რომ გაჭაღარავების – როგორც ასაკობრივი, ისე სტრესულის წინააღმდეგ ეფექტური წამლის შექმნა შესაძლებელია.

პროფესორი ია ციესო ამბობს, რომ მეცნიერება მხოლოდ ამ გზის დასაწყისშია და სავარაუდოდ მათი თმის ფერის აღდგენა, ვინც უკვე გაჭაღარავდა აღარ მოხერხდება.
გარდა ამისა, პროფესორის თქმით კვლევა იძლევა წარმოდგენას იმის შესახებ, რაოდენ უარყოფითად მოქმედებს სტრესი ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილებზე.