მედეას ქვეყანა ვართ და ჩვენთვის მედიცინა ძალიან ბუნებრივია – პრეზიდენტი

“ჩვენ მედეას ქვეყანა ვართ და ჩვენთვის მედიცინა ძალიან ბუნებრივია” – ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა,ბათუმში საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

“ქალის ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში”- ამ სახელწოდებით ბათუმში სასტუმრო შერატონში საერთაშორისო კონგრესი იმართება. კონგრესი საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა.

” მედეას ქვეყანა ვართ ბოლოს და ბოლოს და რადგანაც მედეას ქვეყანა ვართ, ჩვენთვის მედიცინა არის ძალიან ბუნებრივი, ეს არის დარგი, რომელიც ყველა ქართველისთვის გენეტიკური და ძალიან ბუნებრივია. ამ ქვეყანაში ჩვენ უნდა განვავითაროთ ჯანდაცვის კუთხით ტურიზმი, მედიცინის კუთხით ტურიზმი, განვავითაროთ ჩვენი კურორტები, რაც მრავლად გვაქვს სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა დანიშნულების,”-განაცხადა პრეზიდენტმა.

ღონისძიებას ორგანიზებას საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია და სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია უწევს. ორგანიზატორების თქმით, კონგრესის მიზანი, ქალთა ჯანმრთელობა და ქალთა უფლებები პრობლემურ თემებს წარმოადგენს.