მედიის საკითხებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად ჟურნალისტი მიხეილ ფეიქრიშვილი ინიშნება.
ფეიქრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მუშაობდა და პრესსამსახურს ხელმძღვანელობდა.
მიშა ფეიქრიშვილმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა:
“1 წელი და 4 თვე – სამსახურში, რომელიც დიდ ოჯახად მექცა. ადამიანები, რომლებიც ჩემი მეგობრები გახდნენ. მათი საქმე, რომელიც შეუფასებელია.
მადლობა, ვინც მუშაობდა და მუშაობს ამ სამსახურში. მადლობა თითოეულ მეხანძრე-მაშველს, ჩემ ტალიკ-ტალიკებს. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, თითოელ ჟურნალისტს საუკეთესო თანამშრომლობისთვის”, _ დაწერა ფეიქრიშვილმა.