მეფე-დედოფალი ქონებას ისევ ვერ იყოფს-ვის დარჩება BMW X5?

სამეფო ოჯახი ქონებას ისევ ვერ იყოფს. ამჯერად  Porsche cayenne-სა და Used Mercedes-Benz GL-ის შემდეგ, სააპელაციო სასამართლოში დავის საგანი BMW X5-ია.

ავტომობილი პირველმა ინსტანციამ საკუთრებაში დავით ბაგრატიონ-მუხრანელს დაუტოვა, თუმცა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკს მიაჩნია, რომ სამივე ავტომობილი უნდა გაიყონ.

აღნიშნულ საქმეზე სხდომა დღეს გადაიდო, სააპელაციო სასამართლომ მხარეებს მორიგებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ ბაგრატიონებს შორის დავის საგანი 2013-2015 წლებში შეძენილი სამი ავტომობილი იყო.

სასამართლომ მაისში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის სამეფო ქორწილი, პატრიარქის ინიციატივით, 2009 წელს სამებაში გაიმართა. წყვილი ოფიციალურად 2016 წელს განქორწინდა.