სამდღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული მწყემსი გაათავისუფლეს.
45 წლის გოჩა ფიდიური ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ადანაშაულებდნენ.
ცხინვალიდან გათავისუფლების შემდეგ ფიდიური პოლიციის სამხარეო სამმართველოში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.