ხანძარი რომელიც დიღომში ჰიპერმარკეტ გუდვილის მიმდებარედ ტექნიკის საწყობს გაუჩნდა ამჟამად ნაწილობრივ ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცეცხლი 1800 კვ. მ. ფართობზე გავრცელდა. ხანძრის ჩასაქრობად კი 23 სახანძრო ბრიგადის მობილიზება მოხდა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული საწყობიდან ლეკვები გამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებით, ლეკვებს მეხანძრე-მაშველები სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში წაიყვანენ და უპატრონებენ.