მელია: ბანერები გამოაკრეს წინასაარჩევნოდ – “არა ნაცებსო” და ყველაზე დიდი ნაცი უვადოდ დაინიშნეს მოსამართლედ

{{ARTICLEIMAGE}}

ოპოზიციური პარტია “ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ შექმნილ ვითარებას აფასებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ლიდერს და ამავე პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მურუსიძის მსგავსი მოსამართლეები ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებისთვის ყველაზე მეტად აწყობს, თუმცა მელია მურუსიძის მოსამართლეობის ვადის ხანგრძლივოვას ეჭვქვეშ აყენებს, რადგან მიიჩნევს, რომ არც ბიძინა ივანიშვილი იქნება დიდხანს ხელისუფლების სათავეში.


“ენა როგორ გიბრუნდებათ და 9 წელზე ლაპარაკობთ თქვენ?! პლაკატები და ბანერები გამოაკრეს წინასაარჩევნოდ – “არა ნაცებსო”, და ყველაზე დიდი ნაცი უვადოდ დაინიშნეს მოსამართლედ. წარსულზე აღარ გაბედოთ საუბარი”,-განაცხადა ნიკა მელიამ “ტვპირველის” ეთერში.


ამავე თემაზე:

არასამთავრობო სექტორი:სასამართლო მმართველობაში კლანური სისტემის გაძლიერებაზე პასუხისმგებლობა მმართველ პოლიტიკურ ძალას ეკისრება

“განგაში ახლა უნდა შემოვკრათ” (ვიდეო)

რას პასუხობს მურუსიძე გირგვლიანის საქმეზე ანა დოლიძეს (ვიდეო)

დაპირისპირებების მიზეზი მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე გახდა

გასაუბრება სკანდალის ფონზე: იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლ
ეებს ელოდებიან

კრიტიკის ქარცეცხლში გატარებული მოსამართლეების საკითხის განხილვა პარლამენტმა გადადო

პენალტი “ქართული ოცნების” კარში:უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატურები ცნობილია