{{ARTICLEIMAGE}}
“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ გურჯაანის სასამართლოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს მიმართა. მმართველ გუნდს ლაჩრები უწოდა და განაცხადა, რომ თოვლის გუნდა გაგორებულია და ის ზვავად გადაიქცევა. ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა შს მინისტრი გახარია ციხეში აღმოჩნდეს.
აქციის მონაწილეებს ასევე მიმართა კიდევ ერთმე ოპოზიციონერმა თინა ბოკუჩავამ:“მინდა გაგიმხილოთ დათოს ემოცია ამ ცირკში, სადაც ჩვენ არ გვიშვებდნენ და რომელიც სუს-ის აგენტებით იყო სავსე. სწორედ მათ სცემეს ოპოზიციის წევრები უმოწყალოდ ველისციხეში, ეს ადამიანები მოავლინეს დღეს სასამართლო დარბაზში, რომ ჩვენ ბევრნი არ ვყოფილიყავით. დათო ბრძოლას აგრძელებს საპყრობილიდან, სადაც ის ივანიშვილმა გამოკეტა. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე ივანიშვილი არ წავა პოლიტიკურ სანაგვეზე”. დათო არის ძალიან მხნედ – თავისუფლება დავით კირკიტაძეს – ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთ პოლიტიკურ პატიმარს”.