“მერაბიშვილის ადგილზე ალბათ გადავდგებოდი”-ადეიშვილის სკანდალური ინტერვიუ

“რუსთავის 2” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ყოფილ მთავარ პროკურორთან ინტერვიუს ნაწყვეტს აქვეყნებს.  გვარამიამ  ადეიშვილის სკანდალური ინტერვიუ საკუთარ ფეისბუქზე დაანონსა. 

ნაწყვეტიდან ირკვევა, რომ შეკითხვები  გახმაურებულ საქმეებს შეეხება, მათ შორის გირგვლიანის მკვლელობის ამბავს.

ინტერვიუ უახლოეს მომავალში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის Youtube-ის არხზე გამოჩნდება. საზოგადოებას მისი ნახვა “ნიკას არხზე”  შეეძლება.