,,არ ვიცი, სააკაშვილი რისგან არის გამომცხვარი და რანაირი ტიპია, ვერ გავიგე, ვანო მერაბიშვილის დანაშაულს გადაყვა ჩვენი ხელისუფლებაო და შე დალოცვილო, შენ მაგ დროს ,,საპოჟნიკი” იყავი?”- ასე ეხმიანება ალეკო ელისაშვილი სააკაშვილის განცხადებას, რომ ვანო მერაბიშვილს შეცდომები რომ არ დაეშვა, ივანიშვილს ქვეყნის ხელში ჩაგდება გაუძნელდებოდა.
,,ხო, გირგვლიანის ისტორია თავიდან ბოლომდე ვანო მერაბიშვილს იყო მიბმული, მაგრამ ის თუ აშავებდა, შენ სად იყავი ამ დროს? წამოწოლილი იყავი მხარ-თეძოზე, თუ არ იცოდი, რა ხდებოდა ამ ისტორიასთან დაკავშირებით. თუ იმან დააშავა, შენ არ დააშავე?”,- მიმართავს ,,სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილს.
მისი თქმით, მერაბიშვილზე ხელების შეწმენდა არც კაცობაში და არც პოლიტიკოსობაში არ ჯდება.
,,შენი თანაგუნდელი, რომ ციხეში ზის 7 წელია და შენ დაშტრიგინობ აქეთ-იქით და კიდე იმას აწმდენ ხელს და არ ვიცი ეგ რაში ჯდება, ყველაფრის კადრება და უღირსობა არის აღმაშფოთებელი. ჯერ ხარ კაცი და ადამიანი და მერე ხარ პოლიტიკოსი, ხო? იმიტომ არის, რომ სააკაშვილი ჩემს გულს ვერასდროს მოიგებს”,- აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილზე ნიკა გვარამიასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.