მერაბიშვილს ენამ ხომ არ უყივლა, როდესაც თქვა, 9 წელი და 6 თვე იყო ციხეში?! – ემზარ კვიციანი

მერაბიშვილს ენამ ხომ არ უყივლა, როდესაც თქვა, 9 წელი და 6 თვე იყო ციხეში?! – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ემზარ კვიციანმა განაცახადა.

„ვანო მერაბიშვილი გადაარჩინეს იმით, რომ ციხეში ჩასვეს – იმდენი მკვლელობა და სიბოროტე ჰქონდა ჩადენილი. 6 წელი და 9 თვე იყო საპატიმროში. თვითონ, რაღაც ენამ ხომ არ უყივლა – 9 წელი და 6 თვე თქვა და ხომ არ შეაბრუნებენ მომავალში? ფაქტობრივად გადაარჩინეს“, – ამბობს კვიციანი.

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა. ვანო მერაბიშვილი, რომელსაც 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. იგი ციხეში 6 წელი და 9 თვე იმყოფებოდა.