მერე ელექტროკარით მარტო თქვენ გამოღუღუნდებით ხოლმე და ტრასაზე არც ერთი სხვა ფილტვი არ შეგხვდებათ-გვარამია

“მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში ბერას მიერ ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მილიონი დოლარის გადარიცხვას ეხმაურება.

“ხო რა, ძაან მაგარი იქნება.
თან, პარალელურად, ჩვენი ქვეყნის ფილტვები როა, ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკი, იმის გაჩეხვა-ტრასის გაყვანა – ცხოველფრინველის გადაშენებაში მამა ათი მაგდენს გადაიხდის.

მერე ელექტროკარით მარტო თქვენ გამოღუღუნდებით ხოლმე და ტრასაზე არც ერთი სხვა ფილტვი არ შეგხვდებათ და მარტო ოჯახის CO2 იტრიალებს კამკამა ჰაერში.

აუ, რა მაგარია ცხოვრება და მილიონების გადარიცხვ-გადმორიცხვა ეეე! რა საამური და სათუთია ყოველივეე!!” – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.