მერია ბლოგერების ჩამოყვანაში 150 000–ს იხდის. ოპოზიცია აპროტესტებს

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერიას საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, მერია ტურიზმის განვითარებისთვის ბლოგერების ჩამოყვანას და ამისთვის ბიუჯეტიდან 150 000 ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც მისი თქმით, არსებული სოციალური მდგომარეობის ფონზე არაადეკვატური ქმედებაა. ხაბეიშვილი ამბობს, რომ მერიამ ბრძანება ბლოგერების ჩამოყვანის შესახებ თებერვლის ბოლოს გამოსცა, თუმცა დეტალები უცნობია. ხაბეიშვილი საკითხის დაყენებას სარევიზიო კომისიის და საკრებულოს სხდომებზე აპირებს. მერიისგან კი ბრძანების უკან გაწვევას მოითხოვს.