თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით მერიამ „სითი პარკთან“ პოტენციური საარბიტრაჟო დავის სამართლებრივი რისკების შეფასებისა და შემცირებისთვის იურიდიული კომპანია დაიქირავა, რომელსაც ერთჯერად მომსახურებაში 80 ათას ლარს უხდის. ხაბეიშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებით დედაქალაქის მერმა ბიუჯეტს კიდევ ერთხელ მიაყენა ზიანი და აღიარა, რომ მერიას კომპეტენტური იურისტები არ ჰყავს.