მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ განმარტა, ბუაძე სამუშაოდ კერძო სექტორში გადადის.