მესიჯები ანონიმისგან.როგორ იმართება ოცნება.წასული დეპუტატი ალაპარაკდა

ოცნების საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული ზვიად კვაჭანტირაძე სატელევიზიო გადაცემებში ღიად ალაპარაკდა იმაზე, რამაც პარტიიდან და უმრავლესობიდა წასვლა გადააწყვეტინა.
დეპუტატი ამბობს, რომ პარტია კულუარულად, არადემოკრატიულად იმართებოდა.
“ამას არ ვიყავით მიჩვეული წინა პარლამენტში. წინა პარლამენტში ცხოვრება დუღდა და გადადუღდა – ამბობს კვაჭანტირაძე. მოსამართლეთა საკითხი, ზოგადად მართლმსაჯულების პრობლემა ჩვენს ქვეყანაში გახდა წითელი ხაზი, რომელმაც მიბიძგა ამ გადაწყვეტილებისკენ. მაგრამ მანამდე იყო თემები, რომლებიც ძირითადად უკავშირდება მმართველობით სტილს, რომელიც დაფუძნდა 2016 წელს პარლამენტში და პარტიაში.მიმაჩნია, რომ ის იდეალები, რომლისთვისაც ვიბრძოდით თუნდაც 2012 წელს იმ იდეალებს უკვე ვცდებოდით ნელნელა განსაკუთრებით 2016 წლიდან.
ბევრი კოლეგა იმაზე ჩიოდა, რომ ჩვენ პრაქტიკულად ერთმანეთს არ ვესაუბრებით ლაივში. ფრაქციის სხდომა ბოლოს როდის ჩატარდა აღარც მახსოვს.პოლიტსაბჭო აბსოლუტურად ფორმალობაა
პოლიტსაბჭოს წევრი წლების განმავლობაში ვიყავი და პოლიტსაბჭოს სხდომები იყო მოწვეული მხოლოდ იმისთვის რომ ფორმალურად დაგვემტკიცებინა კანდიდატები არჩევნების დროს. უმრავლესობის სხდომა ბოლოს ტარდებოდა ხოლმე როცა უკიდურესი აუცილებლობა ხდებოდა, რომ ბუნტი არ მომხდარიყო.
ვგრძნობდი იმას, რომ 2012 წლის გუნდი, რომელმაც მოვიტანეთ ივანიშვილთან ერთად ეს გამარჯვება ნელნელა ვხდებოდით აბსოლუტურად გარიყულები პოლიტიკური პროცესებიდან “ – ამბობს კვაჭანტირაძე.
დეპუტატი ყვება, რომ პარტიიდან და პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება რამდენიმე თვით ადრე მიიღო, შეხვდა ბიძინა ივანიშვილს და ამ თემაზე ელაპარაკა. ივანიშვილი შეპირდა, რომ ყველაფერი დალაგდებოდა და მოგვარდებოდა. თუმცა ასე არ მოხდა.
კვაჭანტირაძე ადასტურებს, რომ ეკა ბესელიას მიერ ინიცირებული კანონპროექტის კენჭისყრის დღეს უმრავლესობის წევრებმა მართლაც მიიღეს საერთო ჩატში მესიჯი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ვინც ამ კანონპროექტს ხმას მისცემდა პარტიიდან, ფრაქციიდან და უმრავლესობიდან გაირიცხებოდა. კვაჭანტირაძე ამბობს, რომ ამ მესიჯის გამო კიდევ უფრო გაუმყარდა პროექტისთვის ხმის მიცემის გადაწყვეტილება.
დეპუტატი ამბობს, რომ მესიჯებს ხშირად კონკრეტული ავტორი არ ყავს. ის ანონიმის მიერ იგზავნება საერთო ჩატში და უმრავლესობის დეპუტატებმა ხშირად არც კი იციან, ვინ წერ ს ამ მესიჯებს. კვაჭანტირაძე ეჭვობს, რომ ზოგჯერ ივანიშვილმა არც კი იცის ჩატში და გზავნილი მესიჯების შესახებ და მათ ირაკლი კობახიძე და რამდენიმე ადამიანი შეიმუშავებენ.
“ნდობა დამეკარგა ამ ადამიანების მიმართ, ვინც ასე კულუარებში იღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ნოტარიუსის ფუნქციის განხორციელებას გვავალებდნენ. “ – ამბობს კვაჭანტირაძე.