“მეტად სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა – ყველას გილოცავთ”- ზურაბიშვილი ვაჟა ექიმზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.

„დამდეგი ახალი წლის მოლოდინი გაგვიმართლდა და მეტად სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა! ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებას ყველას გილოცავთ, ვულოცავ მის ოჯახს და ახლობლებს და სრულიად საქართველოს ! მომავლის იმედიც გაგვიძლიერდა!“,-წერს პრეზიდენტი.