“ვფიქრობ, ბატონი ივანიშვილის მეგობრები და კოლეგები რუსეთში იმედოვნებენ, რომ ქართველ ლიდერს (ივანიშვილი) შეუძლია, გამოიყენოს თავისი ფინანსური და პოლიტიკური რესურსი, მოახდინოს გავლენა და შეანელოს საქართველოს ინტეგრაცია ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში.
მაგრამ საქართველოს მოქალაქეეები უფროდაუფრო ახლო ურთიერთობას ამყარებენ ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. გეოგრაფიული და კულტურული თვალსაზრისით საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის NATO-ს და ევროკავშირის წევრი, თუმცა – ჯერჯერობით”,ამბობს ამერიკელი დიპლომატი Newsrepot.ge-სთან.
რაც შეეხება საქართველოში ექსპრეზიდენტის დაბრუნების თემას:
“როგორც თავად ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც აღნიშნა, ის საბოლოოდ საქართველოში აპირებს დაბრუნებას, თუმცა აცნობიერებს, რომ ახლა შესაფერისი დრო არ არის”,ამბობს მეთიუ ბრაიზა.