შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ერთი აბიტურიენტი გამოცდიდან მობილური ტელეფონის გამოყენების გამო მოხსნეს.
EDU.ARIS.GE-ის ინფორმაციით, აბიტურიენტი გამოცდის დაწყებიდან დიდი ხნის შემდეგ მოხსნეს. როგორც გაირკვა გამოცდის მიმდინარეობისას მეთვალყურეები აბიტურიენტი ბიჭის ქცევამ დააეჭვა, ის საპირფარეშოში არაერთხელ გავიდა. საეჭვო გარემოების გამო დამკვირვებლებმა მისი გაჩხრეკა მოითხოვეს.
„ეს ბავშვი, საოცარი სიხშირით, ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ითხოვდა საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას, რამაც დამკვირვებლის ეჭვი გამოიწვია. მან მიმართა შესაბამის წარმომადგენლებს, რომ გაეჩხრიკათ და სწორედ გაჩხრეკის დროს, ბიჭს შარვლის ტოტიდან მობილური ტელეფონი ჩამოუვარდა, რომელიც თურმე, საცვალზე ჰქონდა მიმაგრებული. შვილს გარეთ მშობლები ელოდებოდნენ. მამა, როგორც აღმოჩნდა, სასულიერო პირი იყო. ფაქტი ბიჭის მშობლებმა მაშინვე გააპროტესტეს, სამედიცინო დახმარებაც კი დასჭირდა დედას, მაგრამ აბიტურიენტს გამოცდა აღარ გააგრძელებინეს“, –უყვება EDU.ARIS.GE-ის წყარო.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ გამოცდებზე წელს თბილისში კიდევ ორი აბიტურიენტი მოხსნეს გამოცდიდან.ორივე შემთხვევაში გამოცდაზე შესვლას და გამოცდის დაწერას აბიტურიენტის მაგივრად სხვა პირი ცდილობდა.
რაც შეეხება მასწავლების გამოცდაზე მომხდარ ინციდენტს 2 მასწავლებელი ე.წ შპარგალკით, ერთი კი არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა.