“ეს არის ხელისუფლებისთვის ძალიან სერიოზული ალიყური,”- ეს განცხადება “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ODIHR-ის კრიტიკული ანგარიშის შეფასებისას გააკეთა.
“ეს არის ხელისუფლებისთვის ძალიან სერიოზული ალიყური, მეტი რა უნდა ქნან, ბომბებს ვერ გვესვრიან, ეუთოს კომპეტენციაში ეს არ შედის. გეუბნებიან, რომ მოსამართლეების არჩევის პროცესი იყო კატასტროფული ქვეყნისთვის და ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში სამართლიანობა და სამართლის უზენაესობა ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას,”-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ეუთოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის პროცესის შესახებ ანგარიში დაიდო.
“პარლამენტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მოსამართლეთა დანიშვნაში და ვერ უზრუნველყო, რომ პროცესი დაცული ყოფილიყო მიკერძოებული პოლიტიკისგან, ეწინააღმდეგება საერთაშორისო კარგ პრაქტიკას”-აღნიშნულია ეუთო ოდირის ანგარიშში.