მეტი ვანო ოპოზიციას-კალაძე მერაბიშვილის გათავისუფლებას ეხმაურება

მეტი ვანო ოპოზიციას, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას.

„მერაბიშვილის განცხადებებიდან გამომდინარე აშკარა, რომ იგი დროსა და სივრცეში არის დაკარგული. ვაცადოთ, ჩაეხუტოს ოჯახს, გაერკვეს, თუ რა რეალობაა, რა ხდება და შემდეგ მოვუსმინოთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა. მან აქტიურ პოლიტიკაში ჩართვა დაანონსა და განაცხადა, რომ 1 წელიწადში ეს მთავრობა დასრულდება.