თბილისის მეტრო შეფერხებით მუშაობს, ტექნიკური პრობლემა „სადგურის მოედანზე“ დაფიქსირდა, სადაც მგზავრებს ვაგონები დააცლევინეს.
შეფერხების მიზეზი სავარაუდოდ, კვლავ ელექტროსადენების დაზიანებაა, თუმცა ზუსტი განმარტება ამ დროისთვის მეტროპოლიტენის მხრიდან არ გაკეთებულა.