მეტროპოლიტენი დღეიდან მუშაობას 1 საათით ადრე დაასრულებს

დღეიდან თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობას, ერთი საათით ადრე, 23:00 საათზე შეწყვეტს. მიზეზი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რ ომელიც დღეს იწყყება. მეტროში ელექტროუსაფრთხოების და სავენტილაციო სისტემების სამუშაოები ჩატარდება.

რეაბილიტაციისთვის აზიის განვითარების ბანკის დახმარებით 15 მილიონი დოლარია გამოყოფილი. მოხდება ძალოვანი კაბელების ჩანაცვლება და სრული რეაბილიტაცია. სამუშაოები ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს.