მეტროს გვირაბში ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროპოლიტენის ორ სადგურს შორის მდებარე დამხმარე გვირაბში დღეს ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა.

„მეტროსადგურების – „ისნისა“ და „300 არაგველის“ სადგურებს შორის მდებარე დამხმარე გვირაბში 12:00 საათისთვის დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, ადგილზე იმყოფებოდა ტექნიკური ჯგუფი, რომელმაც დროულად მოახდინა რეაგირება და ხარვეზის გამოსწორება. მეტროს მოძრაობა არ შეფერხებულა და ჩვეულ რეჟიმში ემსახურება მგზავრებს“, – აღნიშნულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.