მეტროსადგურმა „ვარკეთილმა“, რომელიც დაკვამლიანების გამო მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა, მუშაობა განაახლა.
დაკვამლიანების გამო, მატარებლები მხოლოდ მეტროსადგურ „სამგორამდე“ გადაადგილდებოდნენ. კომპანიაში თქვეს, რომ ტექნიკური ხარვეზი ქვესადგურზე დაფიქსირდა.
დაკვამლიანებასთან დაკავშირებით შეტყობინება ზუსტად 17:00 საათზე შევიდა.