თბილისის მეტროპოლიტენში მოძრაობა შეფერხდა, რის გამოც სადგურის მოედანზე მეორე ხაზზე გადასასვლელ ხიდზე ხალხის დიდი ნაკადის გამო მოძრაობა შეუძლებელი იყო.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, მეტროსადგურ “სამედიცინო ინსტიტუტთან” ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა, რის გამოც ვაგონების მგზავრებისგან დაცლა და მატარებლის ჩიხში გადაყვანა გახდა საჭირო.
ამ დროისთვის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგენილია.