მეტროთი მგზავრობის საათები შესაძლოა შემცირდეს

მეტროთი მგზავრობის საათები შეიძლება შემცირდეს-ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა გააკეთა. კახა კალაძის განცხადებით,ამის მიზეზი დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

„ამ სამუშაოების წარმოების დროს ალბათ, ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცი, თუმცა მეცოდინება ძალიან მალე, შეიძლება თითო საათით შემცირდეს მეტროს მუშაობა, როგორც დილის საათებში, ისევე, საღამოს, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ უფრო მეტი დრო, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს 450 კილომეტრის სიგრძის ძალოვანი კაბელის და პლუს, ასევე, სასიგნალიზაციო-სავინტილაციო სისტემების ცვლილება,“ – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მეტროსადგურებში ყოველდღიური შეფერხებაა. ბოლოს მეტრო გუშინ საღამოს შეფერხდა და პიკის საათებში მგზავრებისთვის მეტროსადგურები დაიხურა. მეტროპოლიტენში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ექსპერტების და საზოგადოების კრიტიკას კალაძე არ იზიარებს. დედაქალაქის მერის მტკიცებით, თბილისის მეტროში თითქმის 25 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა.