მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსობიდან გადადგა

მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსობიდან გადადგა. ამის შესახებ მან საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. სასულიერო პირის თქმით, ის ბოდბის ეპარქიაში რჩება.

მეუფე იაკობი საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. როგორი იყო პატრიარქის პოზიცია, ამის შესახებ მეუფე იაკობს არ უსაუბრია.

საპატრიარქოში შესვლამდე მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ საზოგადოებას ბოდიშს უხდის იმ არანორმატიული ლექსიკისთვის, როგორითაც მან ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა.