“ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს”-მეუფე იაკობი საპატრიარქოში მივიდა და სკანდალური განცხადება გააკეთა

ცოტა ხნის წინ მეუფე იაკობი საპატრიარქოში მავიდა და რამდენიმე დღის წინ  სატელეფონო საუბარში ნათქვამი სრულად დაადასტურა, ქორეპისკოპოსის თქმით, პატრიარქის შეცვლა მთავრობის წევრებთან ერთად  იგეგმებოდა.

იაკობმა  მედიასთან მცირე  განცხადება გააკეთა, რის შემდეგაც პატრიარქთან შესახვედრად შევიდა.

“3 წელი ისეთი რაღაცეები ვიცოდი,ეხლა ვარ თავისუფალი ადამიანი,ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს,3 ადამიანი ბრძანდებოდა ბატონი გიორგი, ბატონი ვახტანგ გომელაური და შს მინისტრი ბატონი გახარია. უხერხულობას გრძნობდნენ რა თემაზეც მელაპარაკებოდნენ. პრემიერთან ლიკვიდაციაზე არ იყო საუბარი, საუბარი იყო შეცვლაზე”-განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობის თქმით, ის 3 წელი არ საუბრობდა ამ თემაზე.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მეუფე იაკობმა სკანდალური განცხადება გააკეთა. „არამარტო მეუფე პეტრე, არამედ სახელმწიფოდან იყვნენ ვიღაცეები ჩარეული. ზოგიერთი ბიზნესმენი იყო ჩარეული მაგ ამბავში. თუნდაც ზვიად გამსახურდიას დროს რომ იყო ვითომ ბიზნესმენი, მერე რომ იყო ვითომ შევარდნაძესთან ბიზნესმენი, მერე წინა ხელისუფლებასთან, სააკაშვილთან და დღეს, რომ არის უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული. მაგალითად, ვანო ჩხარტიშვილი.

“მე დამიძახეს კვირიკაშვილის დროს. იყო კვირიკაშვილი და ყველაზე წესიერი კაცი იყო ვახო (ვახტანგ გომელაური). კვირიკაშვილი იყო, ვახო იყო, ცოტა დააგვიანა და მოვიდა გახარია. მეჩალიჩებოდნენ იმაზე, რომ ჩვენ გვინდა, რომ პატრიარქი გადავაყენოთ, შიო დავაყენოთ პატრიარქადო. მე ვუთხარი მაგათ, ბიჭო, თქვენ ვინ გეკითხებათ ამას, ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალი პატრიარქის წინააღმდეგ როგორ მიდიხართქო. მაგ სამი კაცისთვის ვიღაცას რომ არ დაევალებინა, პირდაპირ ბრძოლას ვუცხადებ იმასაც, ვინც მაგათ დაავალა.

პირველი მე ვიყავი მაგ შეხვედრაზე, მერე იყო მეუფე თეოდორე, მეუფე საბა თბილისში არ იყო, მეუფე გრიგოლი იყო, მეუფე პეტრეს შეხვდნენ გახარია და ვახო, კვირიკაშვილი არ შეხვდა. ვახო გომელაურს ყოველთვის წესიერი პოზიცია ეჭირა.

პირდაპირ გეტყვით, ვანოს ის იყო ბიძინასთან, ბიძინამ კიდე ამათ დაავალა. მაგათ ყველას აწი მე მივხედავ. 2020-შია არჩევნები, ყველას მივხედავთ მაგათ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.