ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მეუფე იაკობის მონათხრობი რეალობასთან ახლოს არ იყო. მდინარაძის თქმით, ჩნდება კითხვა, რაში სჭირდება მეუფე იაკობს მსგავსი განცხადებების კეთება.
„როგორც მონათხრობი ამბავი, ისე გადმოცემის სტილი, არ მგონია, რეალობასთან ახლოს იყოს. კითხვა იმასთან დაკავშირებით უფრო ჩნდება, რატომ დასჭირდა ეს ამ ადამიანს, რა არის ამის რეალური მიზეზი და რა დგას ამის უკან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენეთ, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა სკანდალური განცხადება გააკეთა და განაცხადა,რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა ,რომელსაც გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური, ვანო ჩხარტიშვილი ესწრებოდნენ.
მისი თქმით მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები მას პატრიარქის გადაყენებას “ეჩალიჩებოდნენ”.