“მეუფე იობ! რასაც აკეთებთ და ამბობთ არაა პარტიოტიზმი”-უგულავა მეუფე იობს აკრიტიკებს

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მეუფე იობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. 

„თუ ასე გაგრძელდა რელიგიური კონფლიქტი გარდაუვალია, რა დროსაც ჩვენს წმინდა მიწას ჩვენი ძალით დავიცავთ,“ – მეუფე იობი. ეს განცხადება არის უმაღლესი დონის პროვოკაცია. ყველა აქცენტი რაც მეუფე იობმა გააკეთა არის მიმართული შუღლის გაღვივებაზე და არა პრობლემის მოგვარებაზე. ნაცლად საკუთარი უვარგისი მთავრობის პასუხისმგებლობისა (რომელიც მხოლოდ სიტყვის მასალად იხმარა მეუფე იობმა), მოვისმინეთ გაკვირვებული მოწოდება – რატომ არ გადავიდნენ ჩვენი მესაზღვრეები იქეთ მხარეს.
მეუფე იობ! რასაც აკეთებთ და ამბობთ არაა პარტიოტიზმი. დღეს თქვენ საზოგადოებას მღვდელი გაპონი გაგვახსენეთ. სირცხვილია!”-განაცხადა უგულავამ.

მეუფე იობმა მეუფე იობმა დავით გარეჯთან დაკავშირებით მწვავე განცხადება გააკეთა და  ქართველი მესაზღვრეები  გააკრიტიკა. მისი თქმით,  მათ ტერიტორია ვერ დაიცვეს.

„მე გაოცებული ვარ, რატომ ვერ შეძლეს ჩვენმა მესაზღვრეებმა იქით გადასულიყვნენ და დაეცვათ ეს ტერიტორია. პირიქით, ისინი ზემოთ ამოდიან და უკვე მათთვის ეს ადგილი ყოფილა სამხედრო თვალსაზრისით, სტრატეგიული დანიშნულების ადგილი. სიმაღლეები არის და ფაქტობრივად, ეს რისთვის სჭირდება ამ მესაზღვრეებს, აზერბაიჯანის მხარეს? სჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ გაგვაკონტროლონ იქით. თვალში ნაცარს გვაყრიან და გვეუბნებიან, მუსულმან ქვეყნებზე, რომ ჩვენი მეგობრები და ჩვენი ძმები არიან. ეს იცით, რას ნიშნავს, რომ ქრისტიანმა თქვას, რომ ეშმაკის მიმდევარი და ეშმაკის მსახური ჩვენი მეგობარია. მათზე არის სულიერი დამღა მუსულმანობის და ისტორიული მეხსიერება ჩვენ არ გვღალატობს და გვახსოვს, რომ ყოველთვის განსაცდელები ასეთი ქვეყნებიდან მოდიოდა. ტაო-კლარჯეთი თურქეთში, ყარაის ველი და ჰერეთი აზერბაიჯანში, ლორე-ტაშირი სასომხეთში, სოჭი, აფხაზეთი, ახლა სამაჩაბლო რუსეთის მხრიდან ოკუპირებულია,“ – განაცხადა მეუფე იობმა.