„მეუფე პეტრე მსოფლმხედველურად არის ბნელზე უფრო ბნელი, პოლიტიკურად რუსოფილი და ადამიანი, რომელიც უმადურია“-უგულავა

„პეტრე მსოფლმხედველურად არის ბნელზე უფრო ბნელი, პოლიტიკურად რუსოფილი და ადამიანი, რომელიც უმადურია“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა. 

„ვიხილეთ ადამიანი, რომელიც უბრალოდ უმადური და არათანმიმდევრულია. როცა იტყვიან, რომ პატრიარქმა კარგი რა გააკეთა და ვერაფერს ჩამოთვლი და ამას აკეთებს ადამიანი, რომელიც 10 წლის წინ იძახდა, რომ ილია მეორე არის ბიბლიური დავითის შთამომავალი და ნამდვილად არ არის მისი შთამომავალი. უსინდისო იყავი ან მაშინ ან ახლა ან ორივე შემთხვევაში“, – აღნიშნა გიგი უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში.

მისი თქმით, მთავარი პრობლემა ეკლესიაში არა “მამათმავლობის’ გამოვლენა, არამედ რუსეთის ეკლესიის ქართულ ეკლესიაზე გავლენებია.

“პრობლემები ზედაპირზეა და პრობლემები სხვაგან არის და ეს პრობლემები არ არის ის რასაც პეტრე ამბობს, არამედ არის ის რომ რუსეთის ეკლესია აზის ჩვენს ეკლესიას”-განაცხადა უგულავამ.