{{ARTICLEIMAGE}}
ხმაურიანი განცხადებებით გამორჩეული მეუფე პეტრე სკანდალურ განცხადებას აკეთებს. სინოდის სხდომის შედეგებით მეუფე უკმაყოფილოა. გთავაზობთ მის კომენტარს, რომელიც მეუფემ რამდენიმე წუთის წინ “ტვპირველის” ეთერში გააკეთა.
მეუფე ამბობს, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვერ იყო გუშინდელი სინოდის სხდომა, რადგან კრებაზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის შესახებ კომისიის შექმნის საკითხიც არ დადგა”.
“ვთქვი, რომ აუცილებლად მიმაჩნია, წმინდა სინოდზე იყოს განხილული ჩვენი უდანაშაულო მღვდლის თემა – რეპლიკებით მითხრეს, რომ უკრაინის თემის ამოწურვის შემდეგ გადავიდოდნენ ამ საკითხზე. ბოლოს, როცა მივედი მიკროფონთან და დავიწყე ამაზე საუბარი, მინდა საჯაროდ ვთქვა და იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, რომ პატრიარქი წამოდგა, შებრუნდა ღვთისმშობლის ხატისკენ და სინოდის დასრულების ლოცვა დააწყებინა მის მღვდელთმთავარს. დათვური სამსახური გაუწიეს მას და მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არსებული ბზარი, რომელიც ჩემში არსებობდა განსაკუთრებით ბოლო მოვლენების შენდეგ, გუშინ ჩემთვის პირადად საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ. მაცხოვარი საუბრობს მწყემსიკეთილობაზე და მღველმთავარი უნდა იყოს გაიგივებული ამ სინონიმთან”.
ამავე თემაზე:
მსჯავრდებულ დეკანოზს მღვდელმოქმედება არ შეუჩერდა:სინოდის სხდომის დეტალები