მეუფე პეტრემ ბრალდების დასამტკიცებლად სინოდის სხდომაზე მოწმეების მისაყვანად დრო ითხოვა

მეუფე პეტრე ამბობს, რომ თავისი ბრალდებების დასამტკიცებლად მან სინოდის სხდომაზე დრო ითხოვა. საქმე ეხება პატრიარქის, ილია მეორის შესახებ ნათქვამს, რომ ის “პიდარასტიის სენით არის არის შეპყრობილი”.

“მე ვითხოვ ჩემი ბრალდების დამტკიცებას. მომეცით ხვალამდე დრო 12 საათამდე, მე მოვიყვან მოწმეებს სინოდის სხდომაზე, რომლებიც დაამტკიცებენ ჩემს ბრალდებას”, — თქვა მეუფე პეტრემ.

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ თავად  “საქართველოს პატრიარქი ერს ჰყავს პიდარასტის ცოდვით შეპყრობილი”- მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადება