მეუფე პეტრეს მორიგი სკანდალური განცხადება:რას ამბობს მიტროპოლიტი პატრიარქის გარემოცვაზე

{{ARTICLEIMAGE}}
ხმაურიანი განცხადებებით გამორჩეული მეუფე პეტრე მის მიერ 2018 წლის ბოლოს გაკეთებულ სკანდალურ განცხადებაზე კრიტიკას კვლავ სკანდალური კომენტარით პასუხობს.

“ჩვენ მოვისმინეთ ძალიან სამარცხვინო და არაადეკვატური შეფასება ბოდბელი ეპისკოპოსისა და ეს იყო კიდევ რაღაც უსინდისო და უპასუხისმგებლო განცხადებები სასულიერო პირებისა, და დღეს, როდესაც პატრიარქის ეპისტოლედან ვისმენთ მოწოდებას, გზავნილებს სიტყვის თავისუფლების შესახებ, ვიტყოდი, რომ ადრესატად ამ მოწოდების უნდა იქცეს პატრიარქის პირადი გარემოცვა და ის სასულიერო პირები, რომლებიც საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევით გამოდიან და გამოირჩევიან პირადად ჩემს მიმართ უტიფარი, ცილისმწამებლური ინფორმაციებით, ფაქტობრივად ჭორების გავრცელებით არიან დაკავებული”,თქვა მეუფე პეტრემ “ტვპირველის” ეთერში.

ამავე ეთერში სტუმრობის მეუფე პეტრემ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ მითი დაიმსხვრა


ჭყონდიდის მიტროპოლიტს მაშინ პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა უპასუხა და თქვა, რომ მეუფე პეტრე ეკლესიაში ავტორიტეტს არ წარმოადგენს.


“თვითონ ხომ უნდა იცოდეს, შიგნით რა ავტორიტეტია, არა? თუ “ნაციონალურ მოძრაობაში” ავტორიტეტია, სხვა რაღაცაა, მაგრამ ჩვენთან რაღაც ავტორიტეტი ხომ  უნდა იყოს ეგ, ხომ? არ არის აბსოლუტურად ავტორიტეტი ჩვენთან”.