“მეუფე პეტრეს უნდა პატრიარქის ფიზიკური და სულიერი მოკვდინება”- საპატრიარქოს იურისტი

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა სინოდის დასრულების შემდეგ დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ის აცხადებს, რომ მეუფე პეტრეს სიტყვები დღეს ბოროტის გამოვლინება იყო.

“ბოროტის გამოვლინება სრულად ვიხილეთ ჩვენ დღეს, ფარდა აეხადა იმ გარემოებას. მე როდესაც გამოვედი მეუფე პეტრეს წინააღმდეგ და ვამბობდი, რომ მას უნდა მოკვდინება პატრიარქის, მას უნდა მისი სულიერი და ფიზიკური მკვლელობა, სწორედ ამ სიბინძურეზე მქონდა აქცენტი, უბრალოდ მე საჯაროდ ვერც გავიმეორებდი და ღმერთმა დამიფაროს, რომ ის ბინძური ცილისწამება, რომელიც მან იკადრა, მაშინ მე მეთქვა, მაგრამ მე ვთქვი, რომ მას უნდა პატრიარქის მკვლელობა, მოკვდინება, ანუ ფიზიკური და სულიერი. შეიძლებოდა ადამიანს ელემენტარულად უბრალოდ გულიც კი გასკდომოდა იმ ცილისწამებისთვის, იმ ბინძური კამპანიისთვის, რომელიც ბოროტმა ვერ დაითმინა მას მისი ბაგეებიდან ათქმევინა. მას ალბათ ამოძრავებდა პირადი ამბიციები ან პირადი მოტივაცია, ან გარკვეული ძალები აშანტაჟებდნენ ან აიძულებდნენ. მსგავსი ადამიანები ეკლესიიდან უნდა განიკვეთოს “- განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.