რეჟისორი ქეთი დოლიძე ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ მიტინგის ყველა მონაწილე მოღალატეა.
შესაბამისი სტატუსი ქეთი დოლიძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.
“ეს უაზრო “ლაიქები”, ზოგიერთი ვითომ “ბომონდის” წარმომადგენლების, რომელთაც თავი ქუდში აქვთ და ბევრს უცხოური პასპორტიც…
ზოგი რუსეთში ცხოვრობს, რუსული პასპორტით და იქედან აგინებს რუსეთს,
გაუთვლელი, ეპატაჟური სისულელე და “ვაი პატრიოტიზმი”!!!!
მეზიზღება ეს ხალხი!
ყველა, ვინც დღეს მიტინგზე გამოდის – მოღალატეა!!!!”-წერს ქეთი დოლიძე.
მოგვიანებით, საზოგადოების მხრიდან უარყოფითი გამოხმაურების შემდეგ, ქეთი დოლიძემ საკუთარი პოსტი წაშალა.