{{ARTICLEIMAGE}}
განცხადებები, რომ გურჯაანის სასამართლოსთან ქალი პოლიციელები არ უნდა მდგარიყვნენ მათი როლის დაკნინებაა, ამბობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი.
მეზვრიშვილის განცხადებით, შსს-ში საკმაოდ მაღალ თანამდებობებს ქალები იკავებენ, მათ შორის მინისტრის ორი მოადგილე ქალია.
“ეს მიუთითებს ამ საკითხის პრიორიტეტულობაზე. ამ საკითხზე აპელირება აკნინებს ქალის როლს პოლიციაში, რადგან მათ ისევე კარგად შეუძლიათ, მართლწესრიგის დაცვა და საპოლიციო ფუნქციების შესრულება, როგორც კაცებს”,განაცხადა მეზვრიშვილმა.
მისივე თქმით, პირადად დაინტერესდება იყო თუ არა გამოწვეული აქციაზე ქალი პოლიციელების ყოფნა სექსიზმით.
“რაც შეეხება შეკითხვას, იყო თუ არა შეგნებულად გაკეთებული, ვერ გეტყვით, დილიდან კონფერენციაზე ვიმყოფები. ეს თუ არ იყო უბრალოდ დამთხვევა, რადგან ბევრი პოლიციელი ქალი მუშაობს კახეთში და ამის მიღმა რაიმე სექსისტური მოტივაცია იყო, ამ საკითხით პირადად დავინტერესდები”, განაცხადა მეზვრიშვილმა.