“მგონი, ზოგ-ზოგიერთებს 2003 და 2019 წელი აერიათ”- გომელაური 20 ივნისის ღამეზე

“მგონი, ზოგ-ზოგიერთებს 2003 და 2019 წელი აერიათ “- შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური მადლობას უხდის პოლიციელებსა და გიორგი გახარიას, რომლებმაც, 20 ივნისს სახელმწიფო დაიცვეს. 

“ძალიან სამწუხაროა, რაც 20 ივნისს მოხდა. დაზარალდნენ როგორც მოქალაქეები, ისე – პოლიციელები. რთულია იმის თქმა, ვინ როგორ მოიქცეოდა. როცა დამთავრდება, მარტივია თქმა, ასე ვიზამდი ან ის რატომ არ ქნეს… ძალიან რთულია, როცა შენს მეწყვილეს ხედავ, რომ ათეულობით ადამიანი იტაცებს, უკაცრავად და ფეხით თელავენ, ჩაფხუტებს გლეჯენ. შეიძლება გადაცდომები იყო. ყველამ უნდა აგოს პასუხი, თუმცა მარტო პოლიციელებმა დააშავეს, ასე არ უნდა მივუდგეთ. მინდა მადლობა გადავუხადო რიგითიდან დაწყებული მინისტრით დამთავრებული. მართლა დაიცვეს სახელმწიფოებრიობა. ოცი წლით უკან გადავარდებოდა მთელი ქვეყანა. მგონი, ზოგ-ზოგიერთებს 2003 და 2019 წელი აერიათ. ამიტომ, კიდევ ერთხელ მადლობა იმ ბიჭებს, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ჩვენი სახელმწიფო დაიცვეს ”, – განაცხადა გომელაურმა.

ამავე თემაზე:

“თუ დამნაშავეა ჩაჯდება ციხეში, უკაცრავად, ამაზე მე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო?!”-გომელაური მაჩალიკაშვილის საქმეზე