მეტროსადგურ დელისზე მგზავრების ევაკუაცია მოხდა. ამის შესახებ შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე წერს.
„სასწრაფოდ: საბურთალოს ხაზზე, მ/ს “დელისზე” მატარებელი გამოვიდა მწყობრიდან. დენის და დამწვრობის სუნია საშინელი. მოხდა მგზავრთა ევაკუაცია. მემანქანემ ისეთი ხმით თქვა “გთხოვთ სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ დატოვოთ მატარებელი”, რომ… მატარებელს საშინელი ბოლი აუვიდა, აშკარად ცეცხლი წაეკიდა“, – წერია ერთ-ერთი მგზავრის მიერ ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ცნობილი გახდა, შემთხვევა დილას 10 საათზე მოხდა, როცა მეტროში მგზავრების დიდი ნაწილი იმყოფებოდა.
მგზავრების განცხადებით, მატარებელის ვაგონებში დამწვრის მძაფრი სუნი იდგა, ევაკუაციის შემდეგ მატარებელი ჩიხში გადაიყვანეს.