“პრაიმტაიმის” ცნობით, დღეს დილით თბილისის მეტროპოლიტენში კვლავ შეფერხება მოხდა.
მატარებელი „ახმეტელის თეატრის“ და „სარაჯიშვილის“ მეტროსადგურებს შორის, გვირაბში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გაჩერდა.
მგზავრების ინფორმაციით, ხალხის ნაწილი გვირაბში ფეხით გადაადგილდებოდა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ” პრაიმტაიმს” რომ შეფერხების შესახებ დაუდასტურეს, თუმცა უარყვეს ინფორმაცია მგზავრების გვირაბში გადაადგილების თაობაზე.
მათი განცხადებით, შეფერხება მოხდა ათი წუთით და გვირაბში მგზავრები არ გასულან.